მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კავსაძე კახი

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც კავსაძის ძმამ იმერი კავსაძემ აღნიშნა, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კახი კავსაძეს სასუნთქი აპარატი დასჭირდა.

„არ დასჭირვებია არავითარი სასუნთქი აპარატი, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს სასუნთქი აპარატი სჭირდება. არაფერი მსგავსი რამ არ დასჭირვებია. მდგომარეობა სტაბილურია, ოჯახს გვაქვს მასთან კონტაქტი. ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებენ, რომ კარგად იყოს. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა იმერი კავსაძემ.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.