მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა

კარფურში ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა

გლდანში, ქალს ყოფილმა ქმარმა სამსახურში მიაკითხა და საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. 

შემთხვევა სუპერმარკეტ „კარფურში“ მოხდა.

როგორც PIA.GE -ს „კარფურის“ პრესსამსახურმა განუცხადა, ქალი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც მას ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. ის ახლა სახლშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„კარგად არის, საავადმყოფოდან უკვე გამოწერილია. კისრის არეში რამდენიმე ნაკერი დაადეს. სახლშია, ისვენებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აცხადებს სუპერმარკეტის პრესსამსახური.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

გლდანში კაცმა ყოფილი ცოლი საკანცელარიო დანით ყელში დაჭრა