მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც გოგი თოფაძე ამბობს, ლევან თოფაძე შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანონ.

„დღეს და გუშინ სულ გაგვაგიჟეს, ექიმთან ვიყავი და მარცხენა ფეხი არ მუშაობს. ბოლოს დანა ხერხემალში დაარტყა. გვითხრეს, რომ ამ დარგის სპეციალისტები არიან გერმანიაში და ისრაელში. წასვლა ვერ მოვახერხეთ, უნდა გავარკვიო, როგორ წავიდე, რომ ბავშვი გადავარჩინო“,- აცხადებს გოგი თოფაძე.

ცნობისთვის, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ანთაძის დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიან (ბუსა) ჟვანია დააკავეს. ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7- დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.