მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს ჩამოერთვას საპატიო დოქტორის წოდება“ - სომხეთის განათლების მინისტრი

სააკაშვილი და სომხეთი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუთინიანმა გადაწყვიტა თხოვნით მიმართოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის თხოვნით. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

სომხეთის განათლების მინისტრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„გადავწყვიტე მივმართო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვან უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, რადგან მან სომხურ იდენტობას შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი“, - წერია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა.