მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბურთალოზე დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.