მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბურთალოზე სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის სახელი მიენიჭება

საბურთალოს რაიონი

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა, გაიზარდა და ამავე რაიონში მდებარე საზოგადოებისთვის ცნობილი „ბექას“ ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.

„გამომდინარე იქედან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას გაითვალისწინებს და ქუჩას ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს“,- აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.