მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდა, 23 მაისი 2020 წ.

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად კომენდანტის საათიც დასრულდა. ასევე გაუქმდა ავტომობილში წინა სავარძელზე ჯდომისა და 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის აკრძალვაც. შეღავათი არ ეხებათ ტაქსებს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა 49-ს შეადგენდა. საწყის ეტაპზე ბიზნესის დახურვასთან ერთად აკრძალული იყო მხოლოდ 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ნელ-ნელა შეზღუდვები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. აიკრძალა ონალინ ვაჭრობა, 25 მარტიდან მსუბუქი ავტომობილის გარდა აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრასპორტის მოძრაობა. 31 მარტიდან გამოცხადდა კომენდანტის საათი. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც. ასევე 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება გახდა სავალდებულო.

მთლიანობაში საგანგებო მდგომარეობა 63 დღე გაგრძელდა, კომენდანტის საათი - 53 დღე. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმების 80%-ზე მეტი სწორედ კომენდანტის საათის დარღვევისთვის იქნა გამოწერილი.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად შეზღუდვების უმრავლესობა ძალაში რჩება. უცნობია როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის გაუქმდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. შეზღუდვების დანარჩენი ნაწილის მოხსნა დროში ეტაპობრივადაა გაწერილი.

პარლამენტმა 22 მაისს მეორე მოსმენით საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესტან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის ძალითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პრაქტიკულად იგივე უფლებამოსილება ენიჭება, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს. უფრო მეტიც მას უკვე აღარ დასჭირდება პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა.