საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 ადამიანი დაჯარიმდა

საქართველოს პოლიციის ფორმა
12:52 28.03
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონ...
39 წუთის წინ
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-1...
55 წუთის წინ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენის დროს აქცენტების გაკ...
56 წუთის წინ
„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნი...
15:46
მაიკროსოფტ თიმი ქართულად Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, M...
„მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარე...
კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბა...
შიდა ფრენები ჯერ არ აღდგება
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით აკრძალულად...
რუსეთში კოვიდინფექციისგან გარდაცვლილთა რ...
რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5215-მდე გაიზარ...