მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი ჩაიკეტა

სასაზღვრო გამშვები პუნქტი ლაგოდეხში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - ,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“ ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება.

ღონისძიება აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების ფარგლებში განხორციელდება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.