მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა

პროკურატურა აუტისტ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა.

პროკურატურის თანამშრომლებმა მოზარდებს საჩუქრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის სრული დაცვით მიუტანეს. 

საქართველოს პროკურატურა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. უწყება მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მომავალშიც აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რეალიზაციასა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას აუტიზმთან დაკავშირებით.

prokuratura_o_h.jpeg

prokuratura_o_h.jpeg

prokuratura_o_h.jpeg