მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში განცხადებას ავრცელებს

საელჩოს შენობა

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ატყობინებს, რომ პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქეთათვის ნიდერლანდებში მოგზაურობა კვლავ ნებადართულია.

„აკრძალვის გაუქმება ეხებათ: საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი საქართველოა და რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან საქართველოდან.

ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.);

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი. ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიდერლანდებში შესვლა კვლავ შეზღუდული რჩება.

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრები ვალდებულნი არიან, აეროპორტში ატარონ პირბადე.

ნიდერლანდებში შემსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია.

ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან“,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.