საზოგადოება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო პროექტი იწყება

მიხეილ ჩხენკელი მინისტრი
12:24 23.05
დაკოპირებულია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს.

აღნიშნული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, მათ შორის, მაღაროებსა და შახტებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.

მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მეტად დაუკავშიროს განათლება და მეცნიერება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, ქვეყნის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, სამინისტროს ახალი პროექტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სამთო მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მისი უმთავრესი დანიშნულება მაღაროებსა და შახტებში მომუშავე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის გაძლიერებაა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო შახტი-ლაბორატორია, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორთა და სპეციალისტთა პროფესიონალიზმი ჩვენი ახალგაზრდებისათვის სწავლის სრულფასოვან პირობებს ქმნის. მჯერა, რომ მრავალი მათგანი ენთუზიაზმით შეუდგება ამ საჭირო საზოგადოებრივი პროფესიის დაუფლებას, რაც საბოლოოდ, მრავალი ადამიანის შრომის პირობებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია თეორიული და პრაქტიკული სწავლების უწყვეტი პროცესის ხელსაყრელ პირობას იძლევა, რითაც ძირფესვიანად იცვლება სამთო-საინჟინრო კადრების მომზადების პრაქტიკა. მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა პროცესების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით, დაპროექტდა სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომლის მშენებლობა და სათანადო მანქანებით, მექანიზმებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და დანადგარებით აღჭურვა 1986-1991 წლებში განხორციელდა. შახტი-ლაბორატორია წარმოადგენს ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბების და კამერების ერთობლიობას, რომელიც აღჭურვილია სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზირებული საშუალებებით, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით. გვირაბების საერთო სიგრძე 1000 მეტრის ფარგლებშია. მათი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16-დან და 30 მეტრამდეა. აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისათვის, რაც პროფესიული მომზადების ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების მართვის ჩვევების გამომუშავების საფუძველია.

სახელმწიფოს ინიციატივას, აღდგეს სამთო მაშველის სასწავლო პროგრამა, მომზადდეს და გადამზადდეს კადრები, დადებითად აფასებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე: „ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივა, აღდგეს სამთო მაშველის გადამზადების პროგრამა, არის დროული და აუცილებელი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამინისტროს მხარდაჭერა ამ პროექტის განსახორციელებლად, ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გამოხატული ნდობა“.

პროექტის ეფექტიანად ასამოქმედებლად და სათანადო ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გავცნობოდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლაბორატორიას, განგვესაზღვრა, არის თუ არა შესაძლებელი ბაზის გამოყენება იმ უსაფრთხოების ნორმების შესასწავლად, რაც სამთო მოპოვების დროს უნდა იქნას დაცული. რეალურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩართულია ქვეყანაში სამთო-სამაშველო ოპერაციების დროს. ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველების გადამზადება. ჩვენი სამსახურისთვის აღნიშნული ბაზა უნიკალურია, თუმცა კონკრეტული დეტალები განახლებას საჭიროებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა როინ ვარშანიძემ.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადებ...
36 წუთის წინ
"კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში არ დასრულებულა, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება, რათა ინ...
51 წუთის წინ
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთ...
56 წუთის წინ
"ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს", - ამის შესახებ საქართველოს კ...
16:06
პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი: ლარში იპოთეკურ სესხზე საპროც...
"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნ...
მეუფე იაკობი: ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბა...
"ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბავი ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...
ADB-ს $100 მლნ-იანი დახმარება კოვიდ-19-ი...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონა...