მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში შობადობა შემცირდა

ჩვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში

საქართველოში 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 5.6%-ით ნაკლები, 48 296 ბავშვი დაიბადა, 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო. დაბადებულების თითქმის მესამედი - 16 022 ბავშვი თბილისზე მოდის. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 37.9 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 23.6 პროცენტიდან 24.7 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი შემცირდა 38.2 პროცენტიდან 36.5 პროცენტამდე.

2019 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 31.1 პროცენტიდან 30.0 პროცენტამდე შემცირდა. 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი 2.9 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი პრაქტიკულად უცვლელია.

შობადობის საწინააღმდეგოდ გარდაცვლილთა რიცხვი 0.3%-ით 46 959-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის წილი 0.2 პროცენტით, 7.9 პრომილემდე შემცირდა. 

2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე.