თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში სამი ადამიანი მოყვა.
შემთხვევის ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა, სადაც სამი მუშა მოყვა.
მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა.