მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამინისტრო: გიორგი შაქარაშვილის შესახებ კომენტარი მასწავლებელს არ დაუწერია

შაქარაშვილისს საქმე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი საჯარო სკოლის მასწავლებელს არ დაუწერია.

როგორც უწყებაში Pia.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული კომენტარის ავტორი არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი არ არის.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც, თითქოს, საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი“, - განუცახადეს pia.ge-ს განათლების სამინისტროში.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშილის საქმეზე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტის კომენტარებში „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ლია ჩხენკელმა შემდეგი სახის კომენტარი დაწერა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით“.

chkhenkeli_o_h.jpeg

აღნიშნული კომენატრის შემდეგ ჩხენკელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, რის შემდეგაც მან განმარტა, რომ ტექსტი ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული.

„ტელეფონები, რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები, საწყისი თუ ემთხვევა, ავტომატურად ასრულებს მოქმედებას და წერს. ჩვეულებრივად შეიძლება არ დააკვირდე და გააგრძელო წერა. თქვენი გადასაწყვეტია, გჯერათ თუ არა“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.