მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, კორონავირუსით ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა უწყების პირველ პირს ეკისრება. ისინი მინისტრთან შესახვედრად შენობაში შევიდნენ, თუმცა მათ დაცვის სამსახურმა ამის უფლება არ მისცა.

„თუ ნაცნობი არ გყავს, საავადმყოფოში ვერ დაწვები და უნდა მოკვდე. ეს არის უსამართლობა, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძემ პასუხი უნდა აგოს. ჩამოვიდეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს. ტიკარაძე, რომელმაც ვერ მართა პანდემია, უნდა გადადგეს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

როგორც სამინისტროში მისული მოქალაქეები აღნიშნავენ, საგანგაშოა კორონავირუსით 19 და 24 წლის გოგონების გარდაცვალების ამბავი, რაც ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებს უკავშირდება.