მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად კაცი დაიღუპა

კაცს მატარებელი დაეჯახა

სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სამტრედიის შესასვლელში მოხდა.

PIA.GE-ს იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს ხმოვანი სიგნალი რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა უშედეგოდ. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.