მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"სამტრედიის" ესპანელი ნახევარმცველი სამშობლოსა და საქართველოს წარმატებაში დარწმუნებულია

დიეგო დიზი, სამტრედია, კორონავირუსი

28 წლის დიეგო დიზი (Diego Diz) საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ნახევარმცველია, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლების მოლოდინში, თავისი ხანდაზმული მშობლების ჯანმრთელობაზე დარდობს, რომლებიც ესანეთში, ლაგასიის ავტონომიის ქალაქ ვიგოში ცხოვრობენ.

„მათ კორონავირუსი გადაიტანეს, საავადმყოფოში იწვნენ. ძალიან ვდარდობდი, მაგრა მათთან ურთიერთობა მხოლოდ ვიდეოზარის მეშვეობით შემეძლო. ეს საშინელებია იყო, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ ახლა დავმშვიდდი, მშობლები თავს კარგად გრძნობენ“, – მოუთხრობს დიეგო დიზი ესპანური სააგენტო EFE-ს კორესპონდენტს.

დიეგო ვერ გაემგზავრებოდა მშობლებთან და არა ერთწლიანი კონტრაქტის გამო, რომელიც „სამტრედიასთან“ თებერვალში გააფორმა, – კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ, ისე როგორც ბევრმა ქვეყანამ, საზღვრები ჩაკეტა და სამყაროსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა აკრძალა.

საქართველოს ჩემპიონატში ამ სეზონზე სულ ორი ტური ჩატარდა, პაუზამდე, რომელიც არავინ იცის, როდემდე გასტანს. „სამტრედიამ“ ერთი თამაში მოიგო და ერთი წააგო. შედეგად სატურნირო ცხრილში 10–დან მეოთხე ადგილზეა. დიეგო დიზმა ორივე მატჩი ითამაშა.

„ჩვენ მოგვწონს დიეგო დიზის თამაში, – ამბობს „სამტრედიის“ პრეს–ატაშე ბაჩანაცალუღელაშვილი. – იმედი გვაქვს, ის დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს. ძალიან კარგი ფეხბურთელია“.

დიეგო დიზი, თავისი აგენტის წყალობით, 2020–ში ისლანდიური „გრინდავიკიდან“ „სამტრედიაში“ გადავიდა.

„ბევრი არაფერი ვიცოდი საქართველოზე, მაგრამ მთავარი იყო, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ვიცოდი, რომ თბილისის „დინამომ“ 1981 წელს ევროპის თასი მოიგო. ასევე მინდა, საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა გავიცნო“, – ამბობს ფეხბურთელი.

გასულ წელს თბილისის „დინამოში“ 4 ესპანელი ფეხბურთელი თამაშობდა და კლუბს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ესპანელი ფელიქს ვისენტე წვრთნიდა. ამჟამად დინამოში „ბადალონუს“ ყოფილი მეკარე ხოსე პერალესი რჩება, რომელიც საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

„სამტრედიის“ ნახევარმცველი თბილისში, კლუბის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და სახლის პირობებში ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. ისლანდიაში გადასვლამდე ის მშობლიურ გალიციაში, „რაპიდო დე ბოუსასში“ თამაშობდა.

„უკეთეს დროს ველოდები და მჯერა, ყველაფერი მალე ჩაივლის და ჩვენ თამაშს შევძლებთ. მინდა „სამტრედიისთვის“ თამაში და მისთვის წარმატების მოტანა“, – ამბობს დიეგო დიზი.

საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ შორეულ 1936 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ჩემპიონი 2016 წელს გახდა, 2017–ში საქართველოს სუპერთასიც აიღო და ბრინჯაოს მედლები მოიგო. 1995 და 2015 წლებში „სამტრედიამ“ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სწორედ ამ კლუბში დაიწყო თავისი კარიერა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც „მილანის“ შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა ლიგა.

„სამტრედიას“ დღეს კახა კაჭარავა წვრთნის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ კვიპროსის „ოლიმპიაკოსის“ სახელით გამოდიოდა.