საზოგადოება

სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას

„აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას
10:37 03.06
დაკოპირებულია

თიბისის ინფორმაციით, სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას.

მათივე ცნობით, მისი მოწყობა, ჯამში, 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა 1000 ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

ამავე ტერიტორიაზე, 30 ჰა ფართობზე, სუფრის ყურძნის ბაღია გაშენებული. „დანერგე მომავლის" ფარგლებში 6-მა კომპანიამ, სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და ასევე, 3 500 000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა. პირველ ეტაპზე მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. სუფრის ყურძნით 1,200 ტონის იმპორტჩანაცვლება მოხდება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად, 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
კორონავირუსი ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...
იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდე...
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯე...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...