მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შესახებ ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის სათბურის აირების სექტორული გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგების  გაცნობას ისახავდა მიზნად.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის 1990-2017 წლების პროცესები და შედეგები მიმოიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების ეროვნული ინვენტარიზაციის 2016-2017 წლების პირველადი შედეგები ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და სატყეო მეურნეობის სექტორებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა.