მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

სატყეო სააგენტოს მოწოდება

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას.

ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახელობას, დაიცვან უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

ჰაერის ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.