მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემეკმა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა“ და სსე-ს სახელზე ლიცენზიები გასცა

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა, - ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების  ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას.

„ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისთვის.  

გარდა ამისა, სემეკმა ლიცენზია გასცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სახელზეც ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების მიზნით. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სსე უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, ელექტროენერგიის საბალანსო მექანიზმების, შესაბამისი პროდუქტების განსაზღვრას და უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას.

სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ლიცენზიების გაცემის საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე სემეკის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომელიც სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.