მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე

თავდასხმა ზღვის ჰოსპიტალზე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა და სავარაუდოდ ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი დაცვის თანამშრომლების მისამართით ისროდნენ. დაცვის თანამშრომელს ტყვია არ მოხვედრია.

„გადარჩა და დაშავებული არ არის, შემთხვევა 05:30 საათზე მოხდა. ორი პირი იყო და წაიღეს სალარო აპარატი“, - აცხადებს თვითმხილველი.

ამასთან, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა 3000 ლარი წაიღეს.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ყაჩაღობას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.