მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შიმშილი კლავს“ - რუსთავში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს

საპროტესტო აქცია რუსთავში

რუსთავში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს და ვაჭრობა განაახლეს. 

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მას გარევაჭრობის გარდა შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს.

„კოვიდი არ კლავს, უყურადღებობა და შიმშილი კლავს. არც 300 ლარიანი დახმარება არ გვეკუთვნის, საერთოდ არაფერი არ გვეკუთვნის. რა ვქნათ, ოჯახები როგორ ვარჩინოთ“, - აცხადებს რუსთაველი გარემოვაჭრე.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის გავრცელების გამო მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 👇

⭕21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

⭕ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.