მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვილიშვილის ცემის ფაქტზე ქარელში 1940 წელს დაბადებული პირი დააკავეს

პოლიციის მანქანა და ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის შვილიშვილზე - 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია სოციალურ მუშაკს მიაწოდა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.