მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიღნაღის მოსახლეობამ აქცია გამართა

სიღნაღის მოსახლეობის აქცია

სასამელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მოსახლეობის თქმით, პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. დამონტაჟდა 3 რეზერვუარი, თუმცა, არ მომხდარა დაქსელვა და 200- მდე ოჯახი წყალმომომარაგების მხოლოდ ერთი წერტილით სარგებლობს.

ადგილზე ორგანიზაცია `სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი მივიდა. ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, პროექტში 380 000 ლარი დაიხარჯა და ამ დრომდე სათავე-ნაგებობაც კი არ არის გაწმენდილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის პრობლემა უკვე წლებია აქვთ.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.