მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიკვდილი შვება იქნებოდა“ - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოსელფში?

23 წლის გარდაცვლილი გოგო

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოსელფში ამბობს, რომ სიკვდილი სურს თუმცა ვერ ბედავს, რადგან ოჯახის წევრები ეცოდება.

ჩანაწერი ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში დახურულ კარს მიღმა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს.

ბაჩალიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი თუ არ იქნება თავს მოიკლავს.

"მეცოდებიან და ვერ ვიკლავ თავს, ისიც არ მადარდებს იქ რა დამხვდება, ძალიან ცუდად ვარ და სიკვდილი შვება იქნებოდა და ძალიან მინდა. არ ვიცი როდემდე გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი თუ ვერ გავუძლებ, მაპატიეთ გადაიტანთ"

ინფორმაციისთვის 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.