მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს.

დაკავებულს გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

საუბარია 29 ივლისს, სოფელ დუისში, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაზე. რა დროსაც სროლა განხორციელდა როგორც მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილის, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართაც.

მუთოშვილის დაკავებას აპროტესტებს მისი ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის. ისინი საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას, რა დროსაც, ვისო მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ჩაცხრილეს.