საზოგადოება

სოსო ფხაკაძე: პრემიერმა ახსენა, რომ 200 ლარიანი დახმარება გაგრძელდება

ბიზნესმენთა ასოციაციის
ხელმძღვანელი
16:59 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

„პრემიერმა ახსენა, რომ 200 ლარიანი დახმარება გაგრძელდება, თუმცა მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს არა მხოლოდ დახმარების გაგრძელებას, არამედ იქნება ღონისძიებათა პაკეტი.

ყველას გვესმის, პანდემია არსად წასულა და ის განგრძობითი ხასიათისაა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გარკვეული ღონისძიებების განხორციელება და ნაბიჯების გადადგმა მოუწევს“,- აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრაზე საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით შეღავათების გაგრძელებაზე იყო საუბარი. „ეს პირდაპირ პროპორციულ კავშირშია სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან“, - დასძენს სოსო ფხაკაძე.

„ჩვენ დაახლოებით 5 500 თანამშრომელი გვყავს. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილი შეგვენარჩუნებინა. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უხელფასო შვებულებებში იყვნენ ეს ადამიანები, განსაკუთრებით აპრილი-მაისის თვეში. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათები, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, მაქსიმალურად დაგვეხმარა, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი თანამშრომლების 98%. ეს ვადები თვის ბოლოს უკვე იწურება“,- აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, პანდემიის პირობებში, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, დასაქმებულების დიდი რაოდენობა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ხელისუფლებამ მათ დასახმარებლად ყოველთვიურად 200 ლარი გამოყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში ირიცხებოდა.


კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...