მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საკრებულოოო

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა, ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ათეა-ს ხელძღვანელმა პირებმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმების გამოყენებაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ევროპის საბჭოს მტკიცე პოზიციას, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მოსკოვი განაგრძობს მცდელობებს, დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. „ალტერნატიულ რეალობებში”, რათა მოახდინოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და აირიდოს პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტმა ძალამ. ამისთვის რუსეთი აქტიურად იყენებს პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტს, ასევე ჰიბრიდული ბრძოლის ხერხებსა და მექანიზმებს. რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, გაავრცელოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სეპარატისტული ბრძოლა“, „საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის“, „საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, „შიდა კონფლიქტი“ და სხვა. ამ გზით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები და ოკუპირებული ტერიტორიები წარმოაჩინოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, რომლებიც „სეპარატისული ბრძოლის შედეგად გამოეყვნენ“ საქართველოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღესვე შეხვედრაზე, როგორც პროცედურულ საკითხებში კონგრესის მომხსენებელმა, თამარ ტალიაშვილმა ასევე კონგრესის პროცედურულ წესებში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.