მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე, 530 გრძივი მეტრზე სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ადგილობრივ მოსახლეობას კი, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება.

„პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ბეტონის 150 მეტრის არხი. ასევე, 150 გრძივ მეტრზე - 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები, ხოლო 120 გრძივ მეტრზე ფოლადის მილები მოეწყობა. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 22 ჭის, მოაჯირისა და ბორდიურის მოწყობაც. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაპი +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გათვალისწინებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.