მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებას ზრდის

კახა კალაძე თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება. განხორციელდება სხვადასხვა პროგრამები.

„პანდემიამ პრობლემები შექმნა და ზიანი მიაყენა ქვეყანას, ზოგადად მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ პრობლემები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს მხადარჭერა ჰქონდეს. ერთ-ერთი მიმართულებაა კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, იმისათვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ ამ რთული პერიოდის გადალახვაში. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.