მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია კლუბებს და რესტორნებს ფართებს სთავაზობს

კალაძე თბილისის მერიაში

თბილისის მერია კლუბებს და რესტორნებს დამატებით ფართებს სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„არის რესტორნები და კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით.

მინდა ერთი შეთავაზება გავუკეთო. მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია სხვადასხვა ტერიტორიები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, უბრალოდ ფართები. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში ყოველგვარი გადასახადების გარშე გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განახორციელოთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რესტორნებმა და ბარებმა 8 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განაახლეს მუშაობა. რესტორნებსა და ბარებში მომხმარებლები პირბადით და დისტანციის დაცვით უნდა შევიდნენ. ასევე შეზღუდულია მომხმარებლების რაოდენობა დახურულ სივრცეში.