მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის N28 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო

ბაგა-ბაღის დემონტაჟი

სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„N28 ბაგა-ბაღის ძველი შენობა 12-ჯგუფიანი იყო, ახალი პროექტი კი როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს, რადგან ის 15-ჯგუფიანი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო. თბილისში ამჟამად, რვა საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.