მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტით „X2 Development" დაეხმარა

საკრებულოს დახმარება

სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია „X2 Development''-მა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის თბილისის საკრებულოს პროდუქტები გადასცა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს და კონკრეტულად სამშენებლო კომპანია „X2 Development''-ს ამ პროექტში ჩართულობისა და აქტიურობისთვის. მისივე განცხადებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების და კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. დღეს, კომპანია „X2 ''-ის დახმარებით, ჩვენ დამატებით 200 ოჯახს დავურიგებთ პროდუქტებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას და ამ შემთხვევაში „X2“-ს, რომლებიც ჩართულები არიან ამ კამპანიაში. ამგვარი აქციები მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, თბილისის საკრებულო განაგრძობს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

„კომპანია „X2 ''-მა 200 ოჯახისთვის შეძენილი პროდუქცია გადმოგვცა, რომელიც სამაჟორიტარო ოლქების მიხედვით დარიგდება. დღეს, ჩვენ შევძლებთ კიდევ 200 ოჯახს დავეხმაროთ, რაც ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა ამ კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მადლობა ბიზნესს, საკრებულოს წევრებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ აქციის ფარგლებში გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.