მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვახტანგ ყიფიანი თავისუფალია

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა

დღეს, პირველ ოქტომბერს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვახტანგ ყიფიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ყიფიანი საპატიმროს 50 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 1 ექიმი გაათავისუფლა, მაგდა ხოჭოლავა კი პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

არსებული ინფორმაციით, დაცვისა და ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ისინი დაზარალებული ოჯახის მთავარი მოთხოვნას გაეცნენ ჯანმრთელობის საკითხების უზრუნველყოფის შესახებ, რაზეც დაცვის მხარემ მზაობა განაცხადა.

ინფორმაციისთვის, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ექიმი მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დააკავეს. ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის მუხლებით მიმდინარეობს. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩატარდა, რის გამოც 25 წლის ქალი 20 თვეზე მეტია კომაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საავადმყოფოს დირექტორი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.