მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 26 ნოემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

💡 ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეჩერდება შემდეგ უბნებში 👇

➖ საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და „ჩალისპირების“ დასახლების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

➖ მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

➖ გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიის, თეიმურაზ ბატონივილის, მახვილაძის, ხუდია ბოჩალოელის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის და ნუგზარ კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, ბაღნარის, მონასტრის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

➖ ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

🔺 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.