მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 23 სექტემბერს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ევგენი ხარაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გოცირიძის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.