მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები 00:00 საათამდე იმუშავებს

იუსტიციის სახლის შენობა

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იუსტიციის სახლების სამუშაო დრო გახანგრძლივდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამი იუსტიციის სახლი მომხმარებლებს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება. იმისთვის, რომ სერვის ცენტრში მოხვდეთ, საჭიროა პორტალზე my.gov.ge დაჯავშნოთ თქვენი ვიზიტი.

"იუსტიციის სახლში მოსახვედრად ჯავშანი იქნება ისევ აუცილებელი. ვინაიდან სამსახურები გაიხსნა და ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებენ იუსტიციის სახლში მოხვედრას, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სერვისით სამუშაო საათების დასრულების შემდეგად ისარგებლონ.

ჩვენ ეს კოვიდთან ბრძოლის პირობებში გავაკეთეთ. დღეიდან ჩაირთვება. იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით, თუ იქნება მოთხოვნა, რომ სამუშაო საათების შემდეგაც იუსტიციის სახლებმაც იმუშაონ, მას შემდეგ რაც პანდემია დასრულდება, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სერვისი მომავალშიც შევინარჩუნოთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.