მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ით სარგებლობის განახლებულ ინსტუქციას სთავაზობს

zoom-ის მოხმარება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებულ ვიდეოინსტრუქციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, განახლებული ვიდეინსტრუქციის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის კომპანია Zoom-მა, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიზნით, ვირტუალურ სალექციო ოთახში შესვლის წესები შეცვალა.

ცნობისათვის, Zoom-ის სიტემაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა, Zoom-ის აპლიკაციით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით 200 მლნ მომხმარებელმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, დაფიქსირდა ე.წ. zoombombing-ის მრავალი შემთხვევაც.

აღნიშნული პროცესების გამო, ფუნქციონირებაში შეფერხება შეექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლარფორმასაც www.elearning.gtu.ge, რომელიც ელექტრონული სწავლების პროცესში, BBB-ის აპლიკაციასთან ერთად, Zoom-ის აპლიკაციასაც იყენებს. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ორი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ონლაინ ლექციებში სტუდენტების ჩართვა. 

Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებული ვიდეოინსტრუქცია განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლარფორმაზე www.elearning.gtu.ge და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.