მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ამობრუნდა, შემდეგ კი აალდა.

ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო მანქანის მძღოლმა.

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სამართალდამცავებმა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.