მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: დროებით სხვა ცხოვრების რეჟიმზე გადადით

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას დროებით სხვა ცხოვრების რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

ცერცვაძის თქმით, როდესაც ადამიანს რაიმე რესპირაციული ტიპის სიმპტომი აწუხებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

"მოვუწოდებ მოსახლეობას დროებით გადავიდნენ ცხოვრების სხვა რეჟიმზე. როგორც კი შეაწუხებთ რაიმე რესპირაციული ტიპის სიმპტომი ხველა, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ნუ დაელოდებით დროის გასვლას, რომ გადაგიაროთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,"- განაცხადა TV პირველის ეთერში თენგიზ ცერცვაძე.

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმში - 140 პირი რჩება ხოლო 42 მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.