მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე რჩება

ინფექციურის ყოფილი დირექტორი

თენგიზ ცერცვაძე თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე რჩება. აღნიშნული განცხადება, ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ გააკეთა.

„თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. იგი აგრძელებს კოვიდცენტერბის მართვას. ხვალ ბატონი თენგიზი მიემგზავრება აჭარაში, სადაც ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნობა“, - აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

მისი თქმით, როგორც თენგიზ ცერცვაძემ განუმარტა, ის იყო და რჩება მმართველი პარტიის გულშემატკივრად.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია პარლამენტში მოხვედრისა და თავმჯდომარის პოზიციის დაკავების სურვილი“, - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გამედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობა დატოვა.