მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე მზადაა თამარ ჟამურაშვილთან ითანამშრომლოს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მზადაა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის თამარ ჟამურაშვილის შეთავაზება მიიღოს და საქართველოში სამედიცინო სფეროში გაიდლაინების განახლების საკითხში ითანამშრომლოს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ PIA.GE-ს განუცხადა.

"გავეცანი მის პასუხს ჩემს განცხადებაზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს კონსტრუქციული გამოხმაურებაა და ჩვენთვის მისი პასუხი მისაღებია. მან განმარტა თუ რატომ დაწერა საქართველოს მიმართ ნეგატიური შეფასება, რომ ამის საფუძველი ვიღაცების მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია გახდა. მისი წერილი ახლა ძალიან პოზიტიურია. წინასწარ ვერ ვიტყვით, რა იქნება, თუმცა, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მზაობას გამოვთქვამთ", -აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა ექიმ თამარ ჟამურაშვილის შეფასებების საპასუხოდ, რის შემდეგადაც თამარ ჟამურაშვილმა მას წერილში საკუთარი პოზიციის საფუძველი განუმარტა და თანამშრომლობა შესთავაზა.