მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The Rugby paper - საქართველომ იცის, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება

7 კვირა არც ისე დიდი დროა ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ბორჯღალოსნებს აქვთ საკმარისი მიზეზი ნერვიულობისთვის ამ თვეებში. მიუხედავად ამისა, ქართველები ოპტიმისტები არიან ,- The Rugby paper სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „საქართველომ იცის, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გუნდის უმრავლესობა შედგება 20 წლამდე მორაგბეთა გუნდის წევრებისგან, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბოლო 4 ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც გამოცემა წერს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენილ 3 წელიწადში, გუნდს წყალივით სჭირდებათ შერკინება „პირველი იარუსის“ გუნდებთან. თუნდაც ის ფაქტი, რომ ისინი გადაურჩნენ და საბოლოოდ გამოეყვნენ საბჭოთა კავშირს, - და ისინი დიდი აღტაცებით და მოლოდინით შეჰყურებენ მომავალს. აქ თამაშში რეალურად პოზიტიური მომენტებიც შემოდის. რადგან საქართველო მეტ-ნაკლებად იოლად გამოვიდა პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციიდან, ადგილობრივ გუნდებში მოთამაშე მორაგბეები 10 და მეტი კვირის განმავლობაში ატარებდნენ სრულფასოვან ვარჯიშებს - გუნდს საფრანგეთში მოთამაშე ბევრი პროფესიონალი არასდროს ჰყოლია, ხოლო მისი უმრავლესობა შედგება 20 წლამდე მორაგბეთა გუნდის წევრებისგან, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბოლო 4 ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ფიჯისა და იაპონიისგან განსხვავებით, რომელთა გამოვარდნამ გზა გაუხსნა საქართველოს, ბორჯღალოსნებმა თებერვალსა და მარტში მოასწრეს რაგბის ევროპული თასის ფარგლებში 4 სატესტო თამაშის გამართვა. მართალია, მავანთა აზრით, 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან წლების განმავლობაში სტაბილური გაუმჯობესების შემდეგ საქართველოს ძირითადი ნაკრები დაკნინებისკენ გადაიხარა, მაგრამ შემადგენლობის ამჟამინდელი შეცვლა გამოწვეულია ახალი თაობის გამოჩენით. დადგა მათი დრო და დღეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენილ 3 წელიწადში, მათ წყალივით სჭირდებათ შერკინება „პირველი იარუსის“ გუნდებთან. წარსულში სწორედ ამაზე ეუბნებოდნენ საქართველოს უარს, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას, მაგრამ ახლა მათ ეს შანსი მიეცათ.

სხვათა შორის, საქართველომ 8 ერის თასზე მიწვევამდეც მოასწრო სატესტო მატჩების ჩანიშვნა შოტლანდიასა და რუსეთთან. ასე რომ, ხარისხიანი რაგბი მომდევნო 6 კვირის განმავლობაში მათ „თავზე საყრელად ექნებათ“, - წერს გამოცემა. როგორც გუნდის ერთერთი მწვრთნელი, პიტ დრუეტი წერს, რომელიც 2000-იან წლებში გუნდის „Exeter“ მწყობრში დაბრუნების და აღზევების სულისჩამდგმელი იყო, არანაირი ილუზია არ არსებობს, რომ ეს იოლი იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ილუზია, რომ ეს იოლი იქნება, თუმცა, ამასთან, ძალიან მოხარულნი ვართ,“ - ამბობს მათი ერთ-ერთი მწვრთნელი პიტ დრუეტი - 2000-იან წლებში გუნდის „Exeter“ მწყობრში დაბრუნების და აღზევების სულისჩამდგმელი. სწორედ მან დანიშნა რობ ბაქსტერი. ზემოთქმულს კარგად ასახავს ის იმედგაცრუება ქართველებს შორის, რომელიც მოჰყვა ამ შეჯიბრში მონაწილეობაზე უარის თქმას. ის ხომ იდეალური იქნებოდა ჩვენი გუნდისთვის, გარეთ დარჩენა კი გულს გვიკლავდა... მაგრამ აი, როგორც იქნა, მიგვიწვიეს. მართლაც უცნაური წელი გამოდგა.

ჩვენ მართლაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც მხარში დაუდგებიან უფრო გამოცდილ ბიჭებს, რაც ჯამში დააჩქარებს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ელიტის დონეზე. მათ სჭირდებათ ეს გამოცდილება წინსვლისთვის. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასისთვის ბრძოლა უაღრესად სასტიკი შეიძლება იყოს - მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან სულ რაღაც 2 კვირის განმავლობაში 5-6 შერკინება და ამ თაობამ უკვე დაგვანახა, რომ მზადაა, თვალებში შეხედოს ფიზიკურ გამოწვევებს. ახლა მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, განვითარდნენ, როგორც მოთამაშეები, და გამოცადონ თავი სულ სხვა დონეზე. მსოფლიო თასის გარდა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ქართველ მორაგბეებს ჯერ არ ჰქონიათ უმაღლესი დონის სატესტო მატჩების ასეთი ინტენსიური პერიოდი.

ამ კვირის განმავლობაში მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა ქართველები ელოდებიან შეჯიბრის საბოლოო პროტოკოლებს, თუმცა ისიც ცხადია, რომ მათ ადგილზე ჩასვლა 14 ნოემბერს ინგლისთან ჩანიშნულ გახსნით თამაშამდე ბევრად ადრე მოუწევთ. შემდეგ ისინი დასახლდებიან სასტუმროში და გაემგზავრებიან საწვრთნელ ცენტრში. ასევე მოსალოდნელია, რომ ისინი ჩვეულებრივზე ბევრად გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრებიან, რადგან სათადარიგოთა გადაფრენა, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რთული იქნება. ამან კი რიგი პრობლემები შეიძლება წარმოშვას.

ზოგადად, საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ფრანგულ კლუბებთან, მაგრამ საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ზოგიერთი კლუბი გააფთრებით აპროტესტებს მსოფლიო რაგბის მიერ ავტორიზებულ „ფანჯარას“ სატესტო მატჩებისთვის (24 ოქტომბერი - 5 დეკემბერი). მე-9 რეგულაციის არსებობის პირობებშიც კი ჯერ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ბორჯღალოსნები თამაშს ყველასთან, ვისთანაც მათ სურთ. ასეა თუ ისე, ისინი დიდი იმედით შეჰყურებენ მომავალს და ამ შეჯიბრს, რომელსაც მთელი რაგბის სამყარო ადევნებს თვალყურს“,- წერს გამოცემა.