საზოგადოება

თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

თიბისიმ COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო
10:25 31.03
დაკოპირებულია

„თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

თიბისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს. 

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში.

„აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თიბისიმ COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური განათლების ხელშეწყობასა დ ა ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

117 გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 24 საათ...

იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დ...
22:16 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
20:29 27.05
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, რომელშ...
20:13 27.05
ბორკოლების დადება მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი...
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისში მამის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...
პრემიერი: პოლიტპატიმრები არ არსებობენ
„პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა", - ასე უპასუხა...
ოთარ ანგურიძე: უდავოა, რომ საქართველოს მ...
პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, საქართველოს შესა...