მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: სამინისტრო მზად არის სიცხადე შეიტანოს ექიმების საქმეში

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმების დაკავების საკითხზე სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდა და ამგვარი სიტუაცია რომ აღარ განმეორდეს, კანონმდებლობასა თუ რეგულირების სააგენტოს კომპეტენციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს“.

შეხვედრაზე საუბარი იყო გარკვეულ ცვლილებების საჭიროებაზე, საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში.

ტიკარაძეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს, რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი.

შეხვედრა მინისტრსა და მედიკოსებს შორის თითქმის 1 საათს გაგრძელდა. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსმა ზაალ კაპანაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხეს. ​

ინფორმაციისთვის, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, ქირურგ ვახტანგ ყიფიანს და ამავე კლინიკის კიდევ ერთ ექიმს სამსახურეობრივი გულგრილობასა და უკანონო საექიმო საქმიანობაში ბრალი ედებათ.