მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრანსპორტის გზაზე 3 თვით მიტოვებაზე ჯარიმა იქნება

მიტოვებულ მანქანებზე ჯარიმა დაწესდება

სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით, მიტოვებულად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება თუ მას არ აქვს ძრავა ან საბურავები ან უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო სხვა ნაწილები.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება, შესაბამისად, აუცილებელია რეგულაციების არსებობა.