მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აივ ინფექცია საქართველოში

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 321 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6252 მამაკაცია, 2124  ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

30  ივნისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს  5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  

37.0 % (3098) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.7 % (4080) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  12.0 %  (1001) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1153; იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112).

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ბიჭი, 46 - გოგო. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით:

ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4, დაუდგენელი - 2.