მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძის განმარტება ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად მის შესაძლო წარდგენაზე

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020

"მე რომ მეთანამშრომლა რომელიმე ხელისუფლებასთან და მთავრობასთან, მაშინ არ ვიქნებოდით ისეთ დღეში, როგორც ახლა ვართ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ "ქართული ოცნების" მხრიდან ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

"საერთოდ ვის ახსოვდა არჩევნები, როცა მივულოცე ჩემს სკოლას. მივულოცე ჩემს რაიონს, სადაც ბავშვობა გავატარე, ჩემს სკოლას, რომელიც მაშინ უდაოდ იყო გამორჩეული მთელ ქვეყანაში. ერთადერთი რაც ვახსენე და რაც არ იყო დაკავშირებული ჩემს იქ გატარებულ ბავშვობასთან, ეს იყო რომ ზუგდიდს ჰყავს ახალგაზრდა, ენერგიული და მონდომებული მერი, როგორც მაქვს ინფორმაცია არის ძალიან პატიოსანი ადამიანი. მე რომ მეთანამშრომლა რომელიმე ხელისუფლებასთან და მთავრობასთან, მაშინ არ ვიქნებოდით ისეთ დღეში, როგორც ახლა ვართ", - აღნიშნა ცერცვაძემ.